FBI-მ ბაიდენის სახლი გაჩხრიკა

FBI-მ ბაიდენის სახლი გაჩხრიკაამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ [FBI] ჯო ბაიდენის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად საიდუმლო დოკუმენტები ვერ აღმოაჩინა. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტების შესწავლა დაიწყო, რომელიც გასული წლის ნოემბრამდე ანალიტიკურ ცენტრ Penn Biden Center-ში ინახებოდა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.