„გუდაურში სასტუმროს ანკეტა მხოლოდ ინგლისურად და რუსულადაა ტექსტი და ქართულად არა!!!” –  სოსო ნებიერიძე

„გუდაურში სასტუმროს ანკეტა მხოლოდ ინგლისურად და რუსულადაა ტექსტი და ქართულად არა!!!" -  სოსო ნებიერიძემოგზაური, ბლოგერი სოსო ნებიერიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„დღეს ამოვედი გუდაურში და ნომრის დასაჯავშნად შევედი სასტუმრო გუდაური ჰილსში.

რეგისტრაციისას მომაწოდეს ეს ანკეტა შესავსებად.

დავიწყე შევსება ინსტინქტურად და შემდეგ დავაკვირდი რომ მხოლოდ ინგლისურად და რუსულადაა ტექსტი და ქართულად არა!

ჩემს ქვეყანაში ჩემს ენაზე რატომ არ არის ტექსტი?!

აი ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი ამას და ძალიან გამაღიზიანებელია.

რა თქმა უნდა დავტოვე სასტუმრო და სხვაგან ვიქირავე ნომერი”.