პარლამენტმა, შესაძლოა, აგვისტოს ომის შესახებ საგამოძიებო კომისია შექმნას. ამ ინიციტივით დღეს ევროპელი სოციალისტების ჯგუფი გამოვიდა. ინიციატივა პრორუსული განცხადებებით ცნობილ ფრიდონ ინჯიას ეკუთვნის. თუმცა ირკვევა, რომ ინჯია მარტო არ არის და მის ამ ინიციტივას დიდი ალბათობით მხრდაჭერა “ქართული ოცნებისგანაც” ექნება.
ინჯია ამბობს, რომ ადამიანებმა, რომელბმაც 2008 წელს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს, უნდა დაისაჯონ და დანაშაული არ უნდა მიიჩქმალოს.
აღმოჩნდა, რომ “ქართული ოცნება” მხარს უჭერს ევროპელი სოციალისტების იდეას.
ჩვენ გავაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა პროკურატურამ გამოიძიოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და პარლამენტშიც შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია. ადამიანებს, რომლებიც დღესაც საქართველოს ომში გვითრევენ, ცდილობენ ჩავერთოთ, 2008 წელს მათ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მიჩქმალული და დამნაშავემ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს,” – ამბობს ფრიდონ ინჯია.
ცნობისთვის, არსებობს ჰააგის სასამართლოს ვერდიქტი რომ ომის დანაშაული აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ჩაიდინა.
ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა, რის შედეგადაც საქართველოს მიერ ჩადენილი არანაირი დანაშაული არ დამტკიცდა. საერთაშორისო ტრიბუნალს არც ერთი ქართველისთვის ბრალი არ წაუყენებია. დამნაშავეებად ჰააგამ რუსები და პრორუსი სეპარატისტები გამოაცხადა.