„ფორმულას“ 25-მდე ოპერატორი გაათავისუფლეს 

„ფორმულას“ 25-მდე ოპერატორი გაათავისუფლეს ფორმულა“ საინფორმაციო სამსახურის 25-მდე ოპერატორმა დატოვა. ამის შესახებ  ინფორმაცია „ფორტუნას“ კომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნანა ინწკირველმა დაუდასტურა.

„ოპერატორებმა უარი განაცხადეს სამუშაო პროცესში ჩართვაზე. მათი პროტესტი ანაზღაურების მომატებას უკავშირდებოდა. ხელფასის გაცემის პრობლემა არ ყოფილა. ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ“. – აცხადებს ინწკირველი „ფორტუნასთან“ საუბრისას.
ნანა ინწკირველის თქმით, არხი სამუშაო პროცესს არ შეწყვეტს.

„ვინც დაუბრუნდებიან, სამუშაო პროცესს, თავისთავად გაგრძელდება მათთან თანამშრომლობა. გარდა ამისა, ბაზარზე ახალ ოპერატორებს მოვნახავთ“. – ამბობს ნანა ინწკირველი.
გათავისუფლებული თანამშრომლები მედიაჩეკერთან აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ, მიიღეს დამამცირებელი დამოკიდებულება და კატეგორიული უარი პირობების გაუმჯობესებაზე.

ოპერატორები ამბობენ, რომ არხის მენეჯმენტს კომპრომისული ვარიანტი დღესაც შესთავაზეს, რაც ხელფასის მომატების რამდენიმე თვეზე განაწილებას გულისხმობდა, თუმცა, როგორც აღნიშნავენ, კომპანიამ ეს შეთავაზება უპასუხოდ დატოვა.

ფორტუნა