ნინო ფანჯაკიძე სოციალურ ქსელში წერს:
„საინტერესო ამბავი
ნარკომანი და ქირურგიული ხელთათმანები…
იცოდით, რომ სტერილური ხელთათმანები პირველად გამოიყენა ექიმმა ,თავის ქირურგიულ პრაქტიკაში, მორფინზე დამოკიდებულობის დასამალად?
ეს იყო ქირურგი უილიამ ჰალსტედი, რომელიც მუშაობდა ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის საავადმყოფოში. ამ ექიმის შესახებ ლეგენდები დადიოდა.
იყო შეძლებული ოჯახიდან ,ძალიან ზარმაცი სტუდენტი იყო და სწავლისადმი ნაკლებად ინტერესს იჩენდა. თუმცა, კურსის ბოლოს, მედიცინისადმი ინტერესი გაეღვიძა და ამიტომ უილიამი ევროპაში სტაჟირებაზე გაემგზავრა დიდ გერმანელ ქირურგთან თეოდორ ბილროტთან (აბდომინალური ქირურგიის თანამედროვე ფუძემდებელი). დაბრუნებისთანავე ახალგაზრდა სპეციალისტმა დაიწყო სასწაულების ჩადენა.
1881 წელს მან გადაარჩინა თავისი და, რომელმაც მშობიარობის დროს ბევრი სისხლი დაკარგა – ჰალსტედმა მას საკუთარი სისხლი შპრიცით შეუყვანა ვენაში (იმ დროს ოპერაციების დროს გადასხმაზე არავინ ფიქრობდა). მერე ძალიან დაეხმარა დედას ნაღვლის ბუშტის ამოღებით – ეს იყო პირველი ქოლედოქოტომია ამერიკაში – სანაღვლე სადინრის ამოკვეთის ოპერაცია.
4 წლის შემდეგ ჰალსტედმა შეიტყო ადგილობრივი ანესთეზიის აღმოჩენის შესახებ კოკაინის ხსნარით და დაიწყო ექსპერიმენტები თავის თავზე თანაკურსელების ჯგუფთან ერთად. ყველა მათგანი გახდა დამოკიდებული და გარდაიცვალა, გარდა ჰალსტედის. დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ის მეგობართან ერთად იახტით ზღვაში საცურაოდ წავიდა ,რომ იქ ლომკა გადაეტანა. მართალია მან კინაღამ მოკლა თავისი მეგობარი…ცდილობდა მისგან კოკაინის “გადაუდებელი” დოზის გამორთმევას, რომელიც მეგობარმა შეთანხმებით გადამალა. ეს მეთოდი,მორფინისგან თავი ეხსნა, მას არ დაეხმარა. უილიამი დაბრუნდა. ნარკომანიისგან მკურნალობდა, სამედიცინო პრაქტიკა ერთი წლით დატოვა. როცა ის დაუბრუნდა საავადმყოფოს ( კოლეგებს ძალიან ეშინოდათ, რომ ნარკომანი ისევ კოკაინს დაუბრუნდებოდა) ის მთავარ ექიმად არ დანიშნეს.
საავადმყოფოში მედდა ქეროლაინი ეხმარებოდა ჰალსტედს ოპერაციებში. ოპერაციიდან ერთ დღეს მან შენიშნა, რომ ბოსი კანკალებდა. სწრაფად წავიდა, კაბინეტში ჩაიკეტა და დამშვიდებული დაბრუნდა. ძნელი მისახვედრი არ იყო რატომ. კოკაინიდან ქირურგი მორფინზე გადავიდა, ყოველდღე ის 180 მლგ.ინექციის სახით იკეთებდა . კაროლინამ ის არ გათქვა.
1890 წელს ჰალსტედმა, მსოფლიოში პირველმა, ორი ოპერაცია ერთდროულად ჩაატარა: ამოიღო კიბოთი დაავადებული სარძევე ჯირკვალი და გაუმკლავდა საზარდულის თიაქარს, რომელიც მანამდე განუკურნებელად ითვლებოდა. ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ამას ნარკომანი ვერ გააკეთებს და მთავარ ქირურგად დანიშნეს.
ცოტახანში ახალმა სიურპრიზმა იჩინა თავი. კაროლინას (ექთანს) განუვითარდა კონტაქტური დერმატიტი. ეს იმას ნიშნავდა, რომ სხვა მედდა უნდა დაქირავებულიყო დასახმარებლად. ქირურგის ზედამოკიდებულობის გამოვლენის რისკი თითქმის 100% იყო… პრობლემა ის იყო, რომ კაროლინას კანი ძალიან მძაფრად რეაგირებდა ანტისეპტიკურ სითხეზე, რომელსაც ოპერაციული ექიმები და ექთნები იყენებდნენ ხელების დასაბანად და ინსტრუმენტების დასამუშავებლად. სწორედ მაშინ შეუკვეთა ჰოლდსტედმა მედდისთვის რეზინის ხელთათმანები (ხელთათმანებით მაშინ უკვე მუშაობდნენ გინეკოლოგები და პროქტოლოგები, მაგრამ საოპერაციოში მათი გამოყენება არავის მოსვლია აზრად). მას უკვე მედდა ხელთათმანებით აწვდიდა საოპერაციო იარაღებს. საქმე ისე წარიმართა, რომ ექვსი თვის შემდეგ ,ქირურგი და ექთანი, დაქორწინდნენ.
ხელთათმანებით საოპერაციოში მუშაობაზე დაკვირვებისას, ქირურგიული განყოფილების კოლეგებმა ასე თქვეს: „თუ სოუსი კარგია დედალი იხვისთვის,მაშინ მამალ იხვსაც დაამშვენებს” და მათ ასევე დაიწყეს ხელების დაცვა ხელთათმანებით.
უილიამ ჰალსტედმა განაგრძო ქირურგად მუშაობა და თან განაგრძო ბრძოლა დამოკიდებულების წინააღმდეგ. 10 წლის შემდეგ, წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად, მან შეძლო მორფინის დოზის განახევრება და კიდევ 10 წლის შემდეგ საერთოდ შეწყვიტა მისი გამოყენება. მართალია, დღეში 50 ღერ სიგარეტს ეწეოდა.
1922 წელს ჰალსტედმა გაიკეთა იგივე ოპერაცია, რაც დედას გაუკეთდა, მაგრამ წამლით დასუსტებულმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა.
კაროლინას ქმარი ძალიან ენატრებოდა. მისი დაკრძალვიდან 11 კვირის შემდეგ ის გაციებით გარდაიცვალა.
ამ ისტორიას აქვს გაგრძელება…. არაპირდაპირი გზით, ჰალსტედმა ასევე გავლენა მოახდინა იმ ფაქტზე, რომ ქირურგებმა დაიწყეს ოპერაციების ჩატარება ნიღბებით, რაც ამცირებს პაციენტების დაინფეცირების რისკს ოპერაციის დროს.“

