თურქეთის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შემაძრწუნებელ ისტორიებს ბოლო არ უჩანს. სტიქიიდან უკვე მეხუთე დღეა გასული, ხოლო მსხვერპლთა რაოდენობა 24 ათასს უახლოვდება.
ჰატაიში მომხდარი მიწისძვრას პოლიციელი ემინე ჩანკირი და მისი ორი არასრულწლოვანი ქალიშვილი, 15 და 10 წლის გოგონები ემსხვერპლნენ, მათ ცხედრები ნანგრევებიდან უკვე ამოასვენეს და მარმარისში გადაასვენეს.
ჩანკირისა და მისი ქალიშვილების ხსოვნის ცერემონია არმუტალანის მეჩეთში გაიმართა.