რამზან კადიროვმა საკუთარ თავს ჩეჩნეთის გმირის წოდება მიანიჭა.
მედალი მას ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა გადასცა.
დაუდოვის თქმით, რამზან კადიროვი პირველია ვინ ეს წოდება მიიღო. მისივე თქმით, კადიროვის “ღვაწლი განსაკუთრებული შესწავლის ღირსია”.
ცნობისთვის, კადიროვმა საკუთარ თავს ცოტა ხნის წინ, “ერის მამის” წოდებაც მიანიჭა.