საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე 10 თვის წინ გაუჩინარდა. მას შემდეგ კაცს ოჯახი, მეგობრები და ადგილობრივი პოლიცია ეძებდა. პოლიციამ ცოტახნის წინ საქმე გახსნა. სულ დაკავებულია 6 პირი, რომელთაგან სამს ავტომობილის დაწვას, სამს კი განზრახ მკვლელობას ედავებიან.
ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეს მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ეჭვმიტანილიდან სამი ფრანგია, ერთი გერმანელი, ერთი რუსი და ერთიც ქართველი. სავარაუდო დამნაშავეებმა პოლიციას უკვე მისცეს აღიარებითი ჩვენებები.
მოკლული მამაკაცი წარმოშობით ქვემო ქართლიდან, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ელბრუს გარაჯაევია.