საქართველო, კლდისა და ქვის ქვეყანა, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები და მონასტრები, მწვანე ბორცვები, დიდებული მთები, გამოქვაბულები და კლდოვანი პლაჟები. ქვეყანა, სადაც კულტურისა და ისტორიის მოყვარულებს სოფლებში და ქალაქებში სეირნობისას ექნებათ განცდა, რომ მათ ცოტა ხნით წარსულში ამოჰყვეს თავი.
მოგზაურობის მოყვარულები გაოცდებიან მთების განსაცვიფრებელი პეიზაჟებით. სტუმარი შეიგრძნობს ხალხის წარმოუდგენელ სტუმართმოყვარეობას. მათ საქართველოში გაუმასპინძლდებიან უგემრიელესი კერძებითა და ღვინით.
რთული იყო საქართველოში ყველაზე ლამაზი ადგილების შერჩევა, რადგან ბევრი მათგანია, მაგრამ აქ არის ტოპ 5 ადგილი და საუკეთესო ქალაქები საქართველოში.
მცხეთა
მცხეთა არის რელიგიური დედაქალაქი, სულიერი გული და, შესაბამისად, საქართველოს უმნიშვნელოვანესი ქალაქი.
ის ასევე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, სადაც 4000 წლის წინანდელი ადამიანთა დასახლების კვალი აღმოაჩინეს.
თბილისი
თბილისი არის დედაქალაქი და ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი საქართველოში! თბილისი მდებარეობს მდინარე მტკვრის ნაპირზე და გარშემორტყმულია ბორცვებითა და მთებით.
თბილისი, მთელი თავისი ესენციით, თბილისელებით, უძველესი უბნებითა და მეგობრული ტრადიციებით დაუვიწყარია ყველა ტურისტისთვის.
სწორედ თბილისში გადააწყდებით საუკეთესო კაფე-ბარებსა და რესტორნებს. თბილისში სასეირნო ადგილები უთვალავი რაოდენობითაა. აქ ყველა კარს, კედელსა და სადარბაზოს თავისი ისტორია აქვს.
სტუმრები, ხშირად, მთელი დღე, ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებში სეირნობის შემდეგ, ეძებენ მყუდრო ადგილს, სადაც ივახშმებენ და საუკეთესო ჭიქა ღვინით დაასრულებენ შთაბეჭდილებებით სავსე დღეს.
ამ დროს ჩვენი პირველი რეკომენდაციაა ქართული რესტორანი Bread & Wine.
“The best Georgian restaurant,” ასე აფასებენ რესტორანს “თრიფედვაისორზე” და Google-ს შეფასებებში ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ბრედ ენდ ვაინის ოჯახური გარემო, სიფრთხილით და სიყვარულით შედგენილი მენიუ, მრავალფეროვან გამოცდილებასა და გემოების ფეიერვერკს გპირდებათ.
ბრედ ენდ ვაინი ნამდვილი მარგალიტის ყელსაბამია ქალაქში, სადაც მრავალი მალული სილამაზეა, რომელსაც აღმოჩენა და დაფასება სჭირდება.
ვარძია
ვარძია არის თვალწარმტაცი გამოქვაბული-მონასტერი სამხრეთ საქართველოში, ასპინძის მახლობლად. ის ჰგავს ბეჭდების მბრძანებლის ერთ-ერთი ფილმის სცენას, თუმცა ეს იყო არა ჯუჯების, არამედ მრავალი ბერის სახლი.
იგი მთლიანად დამალული იყო, სანამ ძლიერმა მიწისძვრამ არ გამოააშკარავა ჩამარხული გამოქვაბულების ლაბირინთი.
ბათუმი
ბათუმი თანამედროვე ქალაქია შავი ზღვის სანაპიროზე. ეს არის სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოში და მართალი გითხრათ, ბათუმის სტუმრობისას ნამდვილად არ იფიქრებთ, რომ საქართველოში ხართ.
ერთ წამს თქვენ გესმით ეკლესიის ზარების რეკვა, ხოლო მეორე წამს მოგესმებათ მუეძინის ლოცვის მოწოდება, რომელიც მოდის მეჩეთებიდან.
კულინარიული თავგადასავალი
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა ის კულინარიული თავგადასავალია, რომელსაც აქ გამოცდით. აქ არის ყველაზე დახვეწილი რესტორნების ჯაჭვი, სადაც შეგხვდებათ ტრადიციულისა და თანამედროვეს იდეალური ნაერთი.
“ბრედ ენდ ვაინი” ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია ქართულ რესტორნებს შორის. მან მალე, თანამედროვე ტექნოლოგიების და მარკეტინგული სააგენტოს დახმარებით, შეძლო, რომ თავი დაემკვიდრებინა და ყველა ტურისტისთვის თავი განსაკუთრებით შეეყვარებინა.
საქართველო ღირსშესანიშნაობებსა და თავგადასავლებს არავის მოაკლებს. მეტიც – თითოეული ტურისტის მოგზაურობას თან ახლავს დაუვიწყარი გემოების შეგრძნების ბედნიერება.