თორნიკე შარაშენიძე – „ფეისბუქმა ხალხს თვითკრიტიკის უნარი დაუჩლუნგა“

თორნიკე შარაშენიძე - „ფეისბუქმა ხალხს თვითკრიტიკის უნარი დაუჩლუნგა“თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ამ ფეისბუქმა ხალხს თვითკრიტიკის უნარი დაუჩლუნგა.
რამე ოხუნჯობაზე 300 ლაიქს ააგროვებენ ხოლმე და მერე მთელი სამყარო მათი ჰგონიათ.
არადა, რა უნდა მაგას – ისე უნდა იოხუნჯო რომ ან აქეთა ბაბლს აამო ან იქითას.
დაახლოებით იგივეა ოპოზიციური არხის ინტერაქტივში უმრავლესობა მთავრობის წინააღმდეგი რომაა, ხოლო სამთავრობოში კი ოპოზიციის წინააღმდეგი (და მერე ორივე მათგანი ამას ერის ხმად ასაღებს).“