თურქეთში ნანგრევებში მოყოლილი ფეხბურთელი კრისტიან ატსუ გარდაიცვალა

თურქეთში ნანგრევებში მოყოლილი ფეხბურთელი კრისტიან ატსუ გარდაიცვალათურქული „ჰათაისფორისა“ და განას ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ატსუ მიწისძვრის შედეგად დაიღუპა.

„კრისტიან ატსუ ნაპოვნია. სამწუხაროდ, ის დაიღუპა“, – დაწერა სოციალურ ქსელში ფეხბურთელის აგენტმა, მურატ უზუნმეჰმეთმა.
31 წლის ფეხბურთელი სახლის ნანგრევებში აღმოაჩინეს, რომელიც ქაჰრამანმარაშში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაინგრა.

„ჰათაისფორში“ გადასვლამდე ატსუ „ჩელსიში“, „ნიუკასლში“, „პორტუში“, „რიუ ავეში“, „ვიტესში“, „ევერტონში“, „მალაგაში“, „ბორნმუთსა“ და „ალ-რეადში“ თამაშობდა.

ნახევარმცველმა განას ნაკრებში 60 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. იყო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.