ვინ იყო რუსი გენერალი, რომელმაც საკუთარ სახლში თავი მოიკლა

ვინ იყო რუსი გენერალი, რომელმაც საკუთარ სახლში თავი მოიკლაგენერალ-მაიორმა, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვლადიმერ მაკაროვმა თავი მოიკლა. იანვარში ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.ვლადიმერ მაკაროვმა დღეს დილით საკუთარ სახლში სოფელ გოლიკოვოში ბერკუტ-2M კარაბინიდან გაისროლა. შემთხვევის დროს სახლში მისი მეუღლე იმყოფებოდა.