ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი გარდაიცვალა

ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი გარდაიცვალაჟურნალისტი და პუბლიცისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ პანფილოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ცოლი, ოქსანა მასლაკი ავრცელებს.

ოლეგ პანფილოვს 2008 წლის 1 სექტემბერს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა „ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისათვის“.

2009 წლიდან ის  თბილისში ცხოვრობდა.

“ადამიანები გამოხატავდნენ ზიზღს ჩემ მიმართ, როცა საქართველოს ვიცავდი; ქვეყნის მტერს მეძახდნენ, როცა ვამბობდი, რომ 2008 წლის ომი რუსული აგრესია იყო. მიუღებელია საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ფიქრიც კი, იმპერიალიზმი დემოკრატია ნამდვილად არ არის”, – ამბობდა პანფილოვი.