დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ახლა ვესაუბრე მაკა კეკელიძეს, დათო ტურაშვილის მეუღლეს. დათო, ძლიერი ნერვული და სავარაუდოდ სტენოკარდიული შეტევის გამო, სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში. ტურაშვილს უმძიმესი ინფარქტი აქვს გადატანილი, შეტევა კი რამ გამოიწვია, მგონი რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.“