ვინ არის თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული ქალი, რომელიც ევროკავშირის დროშით ცდილობდა სპეცრაზმელების შეკავებას.
„მე ვარ ქალი დროშით, ნანა მალაშხია. ვნახე, რომ ჩატაძისკენ დაიძრა ხალხი და იყო ჩოჩქოლი. უკვე დგანან რობოკოპები და დგას წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ასხამს წყალს ხალხს. ვერ გეტყვით როგორ აღმოვჩნდი იქ, ვხედავდი წყლის ჭავლს და უბრალოდ დავიძარი იქითკენ. ეს იყო სიბრაზე, ეს იყო ზუსტად ის ნაბიჯი მოდით ვიტყვი პირდაპირ – კონსტიტუციის თავზე გადახევა და ფაქტიურად კი არადა საბოტაჟი, მითუმეტეს იმ დროს, როდესაც თუ არ ვცდები შემოდგომით, ხელახლა უნდა განიხილონ ჩვენი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, არანაირი შიშის გრძნობა არ იყო…
წყლის ჭავლმა თავისი ქნა და დაცვის მიუხედავად, ბიჭების დიდი მონდომების მიუხედავად, დავეცი მე, მაგრამ დროშა არ დაცემულა ერთი წამითაც. უცბად გამომართვეს, ბევრნი იყვნენ და უცბად წამომაყენეს და ააფრიალეს. მე არ ვიცი დღეს ის დროშა ვის აქვს, ეს არის გარდამავალი დროშა, მე ვფიქრობ, რომ ქართველი, ხალხის ხელშია ეს დროშა…”