მომღერალი, პაატა თედიაშვილი აცხადებს, რომ მისთვის დედა კულტია და ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება.
როგორც თედიაშვილმა განაცხადა გადაცემა „ღამის პრაიმ ტაიმში”, სადაც დედასა და ცოლს შორის არჩევანის შესახებ საუბრობს, ის დედიკოს ბიჭია და ამის არ რცხვენია.
„მეც დედიკოს ბიჭად მოვიაზრები და ამის საერთოდ არ მრცხვენია. არ ვთვლი, რომ ეს დამაკნინებელია. ინდივიდუალურია, როგორია დედისა და მამის განვლილი ცხოვრება. მიხარია, რომ დედიკოს ბიჭიც ვარ და მამიკოსიც.
მამაჩემი პატიმარი იყო და ციხის კარზე მაქვს გატარებული ცხოვრების დიდი ნაწილი. მამა რომ დაიჭირეს მის პიჯაკში დარჩენილ სიგარეტს ვყნოსავდით მე და ჩემი და. ერთი სული მქონდა გამოსულიყო. გათავისუფლდა და აბსოლუტურად შეცვლილი ფსიქიკა ჰქონდა.
დედაჩემი ღმერთის ტოლი ადამიანია. დედა ჩემთვის კულტია, ყველა სირთულის ჟამს ჩემს გვერდზე იყო და ყველაფერი გააკეთა, რაც მინდოდა რომ მქონოდა. რომ მკითხონ დედა თუ ცოლი, დედა, რა თქმა უნდა”, – აცხადებს პაატა თედიაშვილი.