რიკოთზე მოძრაობა აკრძალულია

რიკოთზე მოძრაობა აკრძალულიასაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან ზესტაფონამდე (საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე).

როგორც დეპარტამენტი აცხადებს, მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის – გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.