ხმაური რუსული კანონის განხილვაზე – იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეს დაუპირისპირდა. ანრი ოხანაშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა, რამაც ვაშაძის და ანა წითლიძის პროტესტი გამოიწვია. კამათში ჩაერთო ლევან ხაბეიშვილიც.
„ბატონო, გიორგი, სახე გააკონტროლეთ. შენობით არ მოგმართავთ, როგორც შეეფერება საქართველოს პარლამენტს, ისე მოიქეცით,” – უთხრა ვაშაძეს ოახანაშვილმა.
ოხანაშვილმა ოპოზიციის წევრებს გაფრთხილება მისცა.
“დამშვიდდით, ბოლოჯერ გაფრთხილებთ. შენ როგორც გინდა, მოიქეცი სახლში”, – თქვა იურიდიულ საკითხებში პარლამენტის კომიტეტის თავმდჯომარემ.