პარლამენტში მაგიდის ამოყირავება, გინება და ნივთების სროლა გრძელდება – „ოცნების” დეპუტატები, რუსული კანონის მისაღებად შეძახილების ფონზე ემზადებიან.
საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. რამდენიმე წუთის წინ, მაგიდა ააყირავეს, ისვრიან გაურკვეველ ნივთებს.
“მონებო”, პუტინისტებო”- მიმართავენ ოპოზიციის ლიდერებ „ხალხის ძალის“ წევრებს, რომლებიც საშიში კანონის ავტორები არიან.
ამის პარალელურად , ჟიული შარტავას დარბაზთან კვლავ რჩებიან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ოპოიზიციის წარმომადგენლებისა და კრიტიკული მედიის წევრების განეიტრალებას ცდილობენ.
„არა რუსულ კანონს“ – სკანდირებენ დარბაზის გარეთ მყოფი აქციის მონაწილეები.
რამდენიმე წუთის წინ, ძალის გამოყენებით პარლამენტი “დროას” ლიდერს გიგა ლემონჯავას დაატოვებინეს.