„ტვ „იმედმა“  გადაწყვიტა, ოლიგარქის მილიონებს და ანიკაშვილის უნიჭოდ ცინიკურ მონოლოგებს გადააყოლოს  ხალხის არჩევანი“ – ზვიად კვარაცხელია

„ტვ „იმედმა“  გადაწყვიტა, ოლიგარქის მილიონებს და ანიკაშვილის უნიჭოდ ცინიკურ მონოლოგებს გადააყოლოს  ხალხის არჩევანი“ - ზვიად კვარაცხელიაგამომცემლობა „ინტელექტისა” და „არტანუჯის” მთავარი რედაქტორი, მწერალი ზვიად კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს:

„ტელეკომპანია „იმედთან“, რომელიც მთელი დღეა ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტის გაშავებითაა დაკავებული, ვწყვეტ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას.

დღემდე მხოლოდ რამდენიმე პროფესიონალის პატივისცემა, მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და თანამედროვე ქართული წიგნის პოპულარიზაციის სურვილი მაკავებდა.

ეტყობა ტელევიზიის ადმინისტრაციამ საბოლოოდ გადაწყვიტა, ოლიგარქის მილიონებს და მაგდა ანიკაშვილის უნიჭოდ ცინიკურ მონოლოგებს გადააყოლოს კონსტიტუციით განმტკიცებული ქართველი ხალხის არჩევანი.

ვიცი, დიდად არ დასწყდებათ გული, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია კოლაბორაციონისტებთან სამომავლო ურთიერთობის ფორმატებისთვის”