უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე 464 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ამავე ცნობით, 935-ზე მეტი ბავშვი სხვადასხვა ხარისხით დაშავდა.
პროკურატურა გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები არ არის საბოლოო.
ამასთან, ერთი წლის განმავლობაში რუსული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად 3 126 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა.