გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რომელი წელი იყო ზუსტად არ მახსოვს!
ვანო მერაბიშვილი შსს მინისტრია.
მივედით მასთან სამინისტროში. რაღაც კანონს ვიხილავთ. ვანოსთან ერთად შევედით შენობაში დავინახეთ რომ ვიღაც ახალგაზრდა პოლიციელი შესასვლელში ჩამომჯდარია და ჩასძინებია. ვანო მისკენ წავიდა და გვერდით ისე მიუჯდა, რომ ამ ბიჭის თავი ვანოს მხრებზე აღმოჩნდა. უცებ გაეღვიძა ამ ტიპს და რას ხედავს მინისტრი უზის გვერდით!
წარმოგიდგენიათ როგორ დაიძაბა ყველა.
ვანო „ღადაობს” და ამ ახალგაზრდას ეუბნება „პახმელიაზე” ხარო?!
არაო უთხრა, მაგრამ თვალები რაღაცნაირად გაუწყლიანდა. ვიღაცამ ვანოს ჩასჩურჩულა შვილი ჰყავს ძალიან ავად და წუხელ საავადმყოფოში გაათენაო!
გამომყევიო უთხრა ამ ახალგაზრდას. დეტალებში გამოჰკითხა ამბავი, შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ დატრიალდითო!
თავდაყირა დადგნენ სამსახურები,
ზოგი იუსტიციაში რეკავდა და პასპორტს უკეთებდა (დედას, მამას და შვილს) მათ პასპორტებიც არ ჰქონდათ!
საგარეო სამსახურის გოგოები საკონსულოსთან იყვნენ კავშირზე, ვიზები უნდა მოესწროთ, ერთი ადამიანი გერმანიიის წამყვან კლინიკაში არკვევდა ბავშვის გარაყვანის და მიღების საკითხებს!….( ვინაობებს არ ვასახელებ თუ უნდათ თავად იტყვიან)
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დილის 5 საათზე, მიუნხენის რეისით ამ ახალგაზრდა, ხელმოკლე და „უპარტიო” პოლიციელის ოჯახი გერმანიაში გაფრინდა!
ბავშვი გადარჩა! …
ასეთ ისტორიებს რატომღაც ხალხს გიმალავენ! არ გიყვებიან!
მე კი დღეს გამახსენდა ეს ამბავი და მოგიყევით!
ღარიბაშვილიც კაცია ეხლა და ვანოც?!..“