ბიბისის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სავარაუდო თაღლითობის შესახებ სპეციალური რეპორტაჟი მოამზადეს.
საუბარია თაღლითობის გლობალურ ქსელზე, რომლებმაც რიგითი ინვესტორები მილიარდ დოლარზე მეტი თანხით გაძარცვა .
„ბიბისიმ ”დაადგინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითობისგან დგანან. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია. ე.წ ქოლცენტრების თაღლითობის მსხვერპლი სხვადასხვა ასაკის ადამიანები გახდნენ , მათ შორის პენსიონრებიც .
როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, თაღლითობის პროცესში ზარები განხორციელდა საქართველოში დაფუძნებული სავარაუდო კრიპტოვალუტების სავაჭრო ფირმის “სოლო ქეფითალს“-ის ოფისებიდან. დანაშაულებრივი ქსელი პოლისციისთვის ცნობილია, როგორც ,,მილთონ გრუპი”. “მილთონ გრუპი“-ის ერთ-ერთი საინვესტიციო ბრენდი აფინანსებდა ესპანურ საფეხბურთო კლუბს და აქვეყნებდა რეკლამას მთავარ გაზეთებში, რაც მას პოტენციურ ინვესტორებთან სანდოობას ანიჭებდა.
ნოემბერში „ბიბისი აი“ გერმანიისა და საქართველოს პოლიციას თან ახლდა ქოლ ცენტერების რეიდების დროს . შედეგად, მედიისთვის ცნობილი გახდა კომპიუტერულ ბაზაში შეყვანილი თაღლითობის მსხვერპლთა ტელეფონის ნომრები. ისინი იღებენ სატელეფონო ზარებს, რომელიც მათ ჰპირდება ინვესტიციის სანაცვლოდ დღში 90%-მდე მოგებას.