„დაიკიდეთ და მოგეშვებათ“ – მღვდელი გელასი აროშვილი

„დაიკიდეთ და მოგეშვებათ“ - მღვდელი გელასი აროშვილიმღვდელი გელასი აროშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ჯოჯოხეთი, – გართულებული ურთიერთობები, დაუძლეველი, მოუგვარებელი შინაგანი პრობლემები, არ და ვერ დავიწყებელი წყენები, გულში მუდმივმოქმედი კონფლიქტები, უმადური დრტვინვა, ჩალექილი ქიშპი, შური, შფოთი და ბოღმაა. მოკლედ ყველაფერი ის, რისგანაც შესდგება ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება. გარდაცვალების შემდეგ, ადამიანი ცნობიერში და გრძნობიერში, რომელიც იმქვეყნად გაჰყვება, ამ ყველაფერს თან წაიღებს და იქაც ჯოჯოხეთი გაგრძელდება. ამიტომაც აქ, ამქვეყნად უნდა ვიზრუნოთ ამ მძიმე და მწარე ტვირთის შემსუბუქებაზე. და, სწორედ ამ საქმის მოსაგვარებლადაა ნათქვამი: ”მიუტევეთ და მოგეტევებათ”! თუმცა ასეთი პათეტიკა და არქაიზმი დღეს ბევრს აღიზიანებს, ამიტომ თანამედროვე, ყველასათვის გასაგებ ენაზეც უნდა ითქვას, რათა ყველამ გაიგოს: დაიკიდეთ და მოგეშვებათ!”