თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში, სატელევიზიო ინტერვიუს დროს ცუდად გახდა, რის გამოც პირდაპირი ტრანსლაციის დროებით შეწყვეტა გახდა საჭირო.
პირდაპირი ეთერი რამდენიმე წუთის შემდეგ განახლდა და ერდოღანმა თქვა, რომ მას მუცლის ღრუს დაავადება აწუხებდა და გასულ დღეებში მძიმე სამუშაო ჰქონდა.
“რა თქმა უნდა, ასეთ პრობლემებს დროდადრო ვაწყდებით ასეთი დატვირთული განრიგის დროს”. – თქვა ერდოღანმა Kanal 7-ის ეთერში.
69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამჟამად წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 14 მაისს ჩატარდება.