გურამ შეროზია – „ორ კვირაში ათი წლით გაახალგაზრდავებულ დედას გაჩვენებთ“

გურამ შეროზია - „ორ კვირაში ათი წლით გაახალგაზრდავებულ დედას გაჩვენებთ“გურამ შეროზია სოციალურ ქსელში  წერს:

„რა შეიძლება აჩუქო დაბადების დღეზე ქალს, იმაზე უკეთესი, ვიდრე უფრო მეტი სილამაზე? ისედაც ლამაზი ხარ-მეთქი, არაო, აგერ ნაოჭი გამიჩნდაო, ხალხი მცნობს ქუჩაში და რას იფიქრებენო, თვითონ ბოტოქსდება და დედა არ გააახალგაზრდავაო… მეთქი, წავედით!

ექიმმა აგვიხსნა ყველაფერი, გვირჩია შუბლის, თვალების, ნიკაპის ნაოჭის გასწორება, ტუჩების მოცულობის აღდგენა და მერე ბიორევიტალიზაციით დატენიანება სახის. ორ კვირაში გვექნება სრული შედეგი და გაჩვენებთ კაი ათი წლით გაახალგაზრდავებულ დედას, თავის ასაკზე ისედაც 15 წლით ახალგაზრდას ჰგავს და ბარემ ტოლები ვიქნებით. გილოცავ დაბადების დღეს“.