კახაბერ ადამია: ჩემი ,,ფეისბუქის“ გასატეხად ჩემივე ტელეფონის ნომერი გამოიყენეს…

კახაბერ ადამია: ჩემი ,,ფეისბუქის“ გასატეხად ჩემივე ტელეფონის ნომერი გამოიყენეს...ემიგრაციაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი კახაბერ ადამია სოციალურ  ქსელში წერს:

„დღეს დილით, თბილის დროით დაახლოებით 03:00 საათზე, ჩემი ,,ფეისბუქის,, ანგარიში გატეხეხეს… სოციალური ქსელის ადმინისტრაციიდან შევიტყვე, რომ ჩემს ანგარიშში შეღწევა მოხდა კომპიუტერული მოწყობილობიდან და ამისთვის გამოიყენეს ჩემი ქართული მობილურის ნომერი, რომელიც ანგარიშზე ავთენტიფიკაციისთვის იყო მიბმული… ნომერი რომელიც მე როუნინგში მაქვს ჩართული, მაგრამ ამ მომენტისთვის ტელეფონში არ იდო… ჩემს ანგრიშში შეღწევის შემდეგ, ჩემს ფეისბუქის გვერდზე ატვირთეს ,,ისლამური სახელმწიფოს,, და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წევრთა 18-მდე ფოტო (ალბათ იმისთვის, რომ ,,ფეისბუქის, ადმინისტრაციას ჩემი გვერდის დეაქტივაცია მოეხდინა) და ,,მეგობრებში“ დაამატეს რამდენიმე საეჭვო ექაუნტი. ანგარიშის აღსადგენად დამჭირდა გარკვეული დრო და დოკუმენტების წარდგენა… ძნელი მისახვედრი არაა ვის შეეძლო გაეკეთებინა ეს, მაგრამ ვერ ვხდები ლოგიკურობას ამ ყველაფრის… კომუნისტების დროიდან პოლიტიკაში, ჟურნალისტიკაში, ომში და უბედურებაში ვარ რეჟიმებთან და ძალიან კარგად ვიცი სად შევინახო საიდუმლო ინფორმაცია, თუ ასეთი რამე გამაჩნია… ასე რომ ჩემი ექაუნტის გატეხვის შემდეგ იმაზე მეტს ვერავინ გაიგებთ, რასაც მე აქ ღიად ვწერ და ვაფიქსირებ… ისე კი, ზოგადად, დასამალი არაფერი მაქვს… იმ რუსული ხელისუფლების პირობებში, რომელიც დღეს მართავს ჩვენს ქვეყანას და როდესაც არანაირი კანონი ან წესი, თქვენი პირადი მონაცემების და საიდუმლოს – დაცული არ არის, სოციალური ქსელის მომხმარებლებს მოგიწოდებთ, რომ არ მიაბათ ქართული მობილურის ნომერები თქვენს ანგარიშებს ავთენტურობისთვის… ჯობია მხოლოდ მეილებით ისარგებლოთ და ისიც ისეთით, რომელსაც სამუშაოდ არ იყენებთ და რომლის მისამართი, მხოლოდ თქვენ იცით… “