რამდენიმე საათიანი ურთულესი ოპერაციის შემდეგ, გიორგი მახარაშვილი ფეისბუქზე წერს:
„მაგრად ვართ. წვერი გაპარსეს და ჯერ არ იცის.
მიყვარხარ, ძმიუს!“
გუშინ სტამბულში დათო ევგენიძეს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩაუტარდა. მუსიკოსის დონორი მომღერალი, გიორგი მახარაშვილია. დათო გიორგის ვაჟის ნათლიაა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.