ნეაპოლში პირველი ბავშვი დაიბადა სახელად ხვიჩა

ნეაპოლში პირველი ბავშვი დაიბადა სახელად ხვიჩახვიჩა კვარაცხელია ცოტა ხნის წინ ბევრისთვის უცნობი იყო, თუმცა დღეს იგი „ნაპოლის” ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია – ქართველი ბიჭი პატარა საქართველოდან დიდი მომავლით.

საოცარია ის სტატისტიკა, რომელსაც კვარაცხელია “ნაპოლიში” აჩვენებს: მისი გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობა ჩატარებულ მატჩებს აღემატება. არცაა გასაკვირი, რომ მისი სახელი ევროპის უდიდეს გუნდებს უკავშირდება.

ხვიჩას ნეაპოლში აღმერთებენ. მას მარადონას ადარებენ და პირველი უცხოელია იტალიაში, რომელმაც ასეთი მასშტაბის მხარდაჭერა მოიპოვა.

ნეაპოლის ქუჩებში ხვიჩას პლაკატებია გამოკრული. ბავშვები ხვიჩას ნომრიანი მაისურებით დარბიან და რაც მთავარია უკვე შეიქმნა პრეცედენტი, რომ ნეაპოლში პირველი ბავშვი დაიბადა – სახელად „დანიელე-ხვიჩა“.

თავად ბავშვის მამა დიეგო არმანდო მარადონას საპატივსაცემოდ „არმანდოს“ სახელს ატარებს. ის 1986 წელს დაიბადა, მაშინ, როცა მარადონა „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა.