პატიმარმა სასამართლოში მიყვანის დროს თვითდაზიანება მიიყენა

პატიმარმა სასამართლოში მიყვანის დროს თვითდაზიანება მიიყენაგლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა კონსტანტინე ცომაიამ საქალაქო სასამართლოში მიყვანის დროს ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა. ის “ვივამედის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს და წერს, რომ მომხდარის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაადასტურა.

„ეს პატიმარი სასამართლო პროცესზე მიყვანილი იქნა პენიტენციური დაწესებულებიდან და შემდეგ, როდესაც აქ მოხდა ჭრილობის დამუშავება, ისევ საბადრაგო სამსახურის მიერ იქნა დაბრუნებული გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში. კლინიკაში მოთავსების აუცილებლობა არ იყო. თვითდაზიანება მიიყენა პაციენტმა ყელის არეში”, – თქვა ზურა ჩხაიძემ მედიასთან.