რუსეთში კიდევ ერთი ოლიგარქი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ გამოცემებში ვრცელდება.
Dailymail-ის თანახმად, ენერგეტიკის ბოსი იგორ შკურკო ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს მას შემდეგ, რაც ის ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს. მისი ცხედარი 4 აპრილს საკანში იპოვეს აღმოსავლეთ ციმბირის საპორტო ქალაქ იაკუტსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში.
Dailymail წერს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არ მიაწოდა დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ გარდაიცვალა შკურკო, მაგრამ ამტკიცებს, რომ წინასწარი მონაცემებით, არ არსებობს “კრიმინალური სიკვდილის“ ნიშნები.
კიდევ ერთი ბრიტანული გამოცემა Thetimes წერს, რომ 49 წლის იგორ შკურკო იყო რუსული კომპანიის Yakutskenergo-ის დირექტორის მოადგილე. კომპანია დაფუძნებულია იაკუტსკში, აღმოსავლეთ ციმბირში. ბრიტანლი გამოცემა წერს, რომ რუსული ტაბლოიდის „კომსომოლსკაია პრავდას” ადგილობრივი განყოფილების ცნობით, ის დააკავეს 30 მარტს 6.000 დოლარზე მეტი ოდენობის თანხის ქრთამის სახით აღების ბრალდებით.
გამოცემა Thesun კი წერს, რომ რუსეთში კიდევ ერთი მთავარი ენერგეტიკული ბოსი გარდაცვლილი იპოვეს – ეს ქვეყანაში გასაიდუმლოებული და საეჭვო ვითარებაში სიკვდილის მე-40 შემთხვევაა.