ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეებზე ფიზიკურად იძალადეს. სოფელ ჭვრინისთან, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსმა სამხედროებმა ცოლ-ქმრის ძაღლის საბელიით დაბმა და დაკავება იმ დროს სცადეს, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენი ხელისუფლების მიერ კონტორლირებად ტერიტორიაზე იმყოფებონდენ. როგორც ირკვევა რუსმა ჯარისკაცებმა ე.წ. საზღვარი ჩუმად გადმოკვეთეს და საძოვრებიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცება სცადეს.
როგორც დაზარალებული ქალი „პირველებთან” ყვება, მათ წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპანტებს, რის შემდეგაც ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. ცოლ-ქმარს სერიოზული დაზიანებები აღენიშნებათ.
„როდესაც სოფლის საქონელს ვაძოვებდით, ორი რუსი დაგვესხა თავს. მცდელობა ჰქონდათ ჩვენი გატაცების, მაგრამ ჩვენ გამოვიქეცით, ვირბინეთ. ჩემს მეუღლეს დაეწივნენ, სცემეს, ცდილობდნენ გაეკოჭათ. ფეხებთანაც ორჯერ გვესროლეს. ვყვიროდით, რომ იქნებ ჩვენს მეზობლებს ხმა გაეგონათ. ამასობგაში, მართლაც გაიგეს ხმა და გამოვიდნენ, მაგრამ ვერავინ მოგვეშველა. მერე პოლიციაც მოვიდა და პოლიციის დანახვაზე რუსი ოკუპანტები გაიქცნენ. ჩემს მეუღლეს კონდახი აქვს ჩარტყმული, წარბი აქვს გახეთქილი, თავი აწუხებს სასინლად და ცუდად არი ძალიან”. – ამბობს დაზარალებული ქალი.