საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს:

„გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში, მოიხსენიეთ ახლადშესვენებული ალეკო ფოჩიანი. კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე… ღმერთმა ნათელში გამყოფოს ალე, იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ….

ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.

უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია…“