სუდანში ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავი დაიწვა 

სუდანში ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავი დაიწვა ქართული ავიაკომპანიის Myway Airlines-ის თვითმფრინავი Boeing 737-800 სუდანის აეროპორტში დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

თვითმფრინავი ავიაკომპანია Badr Airlines-ის ლიზინგის წესით ჰქონდა აღებული. Myway Airlines-ს სუდანში ორი თვითმფრინავი ჰყავს.

სუდანში რამდენიმე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის ძალებს” შორის შეტაკებები გრძელდება.