სუსი: „სლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, მალხაზ პაქსაშვილი დააკავებულია

სუსი: „სლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, მალხაზ პაქსაშვილი დააკავებულიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაკავებულმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა.

მათივე ინფორმაციით, 2013-2015 წლებში პაქსაშვილი ე.წ. სამხედრო ემირების, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.

სუსი ამტკიცებს იმასაც, რომ დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს” მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და ამავე ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. ნაიბის პოზიციას იკავებდა.