თავდასხმა შსს-ს თანამშრომლებზე – დაკავებულია 4 პირი

თავდასხმა შსს-ს თანამშრომლებზე - დაკავებულია 4 პირისოფელ ბერშუეთში შსს-ს თანამშრომლებზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ 4 პირი დააკავა.

საუბარია ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივები ფიგურირებენ.

დაკავებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.

2 დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით  რაც პოლიციელზე, თავდასხმას გულისხმობს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე. 2 დაკავებულია საქართველოს ა.ს.კ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით,  რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის,  პოლიციელის,  კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს. დანაშაული გამოიწვევს დაჯარიმებას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას.