კიევში დაფუძნებული ჰუმანიტარული ორგანიზაცია “გადაარჩინე უკრაინის” ინფორმაციით, რუსეთში არალეგალურად გადაყვანილი 31 ბავშვი უკრაინაში დაბრუნდა.
“ხერსონსა და ხარკოვის რეგიონებიდან რუსების მიერ გატაცებულმა ბავშვებმა საბოლოოდ გადაკვეთეს საზღვარი ოჯახებთან ერთად და ახლა უსაფრთხოდ არიან. ბავშვებმაც და მშობლებმაც უნდა გაიარონ, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური გამოჯანმრთელების პროცესი და ჩვენ გავაგრძელებთ მათზე ზრუნვას”, – ამბობენ ორგანიზაციაში.როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა CNN-თან საუბრისას განაცხადა, ეს ორგანიზაციის მიერ მოწყობილი მეხუთე სამშვიდობო მისიაა.