„ვერ ვიჯერებ, საოცარი ადამიანი, გულისხმიერი ექიმი“ – ახალგაზრდა ექიმი გარდაიცვალა

„ვერ ვიჯერებ, საოცარი ადამიანი, გულისხმიერი ექიმი“ - ახალგაზრდა ექიმი გარდაიცვალაახალგაზრდა ექიმი რადიოლოგი, სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ გუნდის წევრი ანი დაბრუნდაშვილი გარდაიცვალა.

„ციტოს“ ექიმი, მაია ხუბუა სოციალურ ქსელში წერს:

„საოცარი ადამიანი, გულისხმიერი ექიმი. დიდი გეგმებით და იმედებით. ვერ ვიჯერებ“.

გავრცელებულ ინფორმაციას კომენტარებში ეხმიანებიან სხვა ექიმებიც.

„ძალიან სამწუხაროა, მაღალი პროფესიონალი და არაჩვეულებრივი ადამიანი“.

„მართლაც, სიცოცხლით სავსე გოგო, შოკში ვარ“, – წერენ კომენტარებში.