რუსეთის მტკიცებით, უკრაინელი სპეცსამსახურების დავალებით, დანაშაულებრივ ჯგუფებს ქვეყანში შეჰქონდათ ელექტროგამათბობლები, რომლებიც ბომბის კომპონენტებს შეიცავდნენ. ინფორმაციას რუსეთის “ფსბ” ავრცელებს.
უწყება ამტკიცებს, რომ გამათბობლები ბულგარეთიდან თურქეთის და საქართველოს გავლით შედიოდა და მიზნად ყირიმში ტერაქტს ისახავდა.
ბურლგარეთიდან საქონლის გამოგზავნას უკრაინის მოქალაქე მარინა მატუშაკი აორგანიზებდა, რომელიც იქ კომერციულ ფირმას ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ უკრაინის მოქალაქეები დენიზ სმირნოვი და ვლადისლავ სარაფინჩანი ელექტრონიკას ვინმე დ. პეტროვს გადასცემდნენ. გამათბობლების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოხვედრის შემდეგ, ტერაქტის მომზადების ადგილებში გადაჰქონდათ. ამით კი სატრანსპორტი კომპანიები „სდეკ“ და „ვოზოვოზ“ გამოიყენებოდა.