„ექიმს წამალი შეეშალა და ამის შემდეგ მხედველობა დამიქვეითდა“ –  ქუჩის მუსიკოსი 

„ექიმს წამალი შეეშალა და ამის შემდეგ მხედველობა დამიქვეითდა“ -  ქუჩის მუსიკოსი გაიცანით, ქუჩის მუსიკოსი, მალხაზ ციხელაშვილი, რომელიც მხედველობის პრობლემის მიუხედავად წერეთლის მეტროსთან დღეში 8 საათს მღერის.

„აცრისას ექიმს წამალი შეეშალა და ამის შემდეგ მხედველობა გამიუარესდა. ბევრჯერ უთქვამთ უარი თვალების გამო. სახლში ჯდომას, ჩაკეტვას ვამჯობინე მემღერა ქუჩაში და მეკეთებინა საქმე, რომელიც მიყვარს. პირველად, რომ გამოვედი 15-20 წლის წინ ძალიან ვღელავდი. ვფიქრობდი, ვინ რას იფიქრებს ჩემზე, მაგრამ შემდეგ მივეჩვიე…“, – ამბობს მალხაზ ციხელაშვილი.

„რუსთავი 2“