„მანქანიდან ესროლეს სამი ტყვია“ – ფიროსმანის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

„მანქანიდან ესროლეს სამი ტყვია“ - ფიროსმანის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრესთბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან კაცი დაჭრეს. შემთხვევა ფიროსმანის 6 ნომერთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის წინ გამოსულ კაცს, სავარაუდოდ, მიმავალი მანქანიდან, 3-ჯერ ესროლეს. გაქცევის დროს მანქანა ავტობუსს დაეჯახა და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ადგილზე პოლიცია მუშაობს.

“მანქანით რომ მოვიდა, მანქანიდან ესროლეს სამი ტყვია, მერე გაქცევა რომ მოინდომა ეტყობა ავტობუსს დაეჯახა და გაიქცა. [რამდენი ტყვია მოხვდა] სავარაუდოდ, სამი, ერთი ხელში, ორი უკანა მხარეს”, – ამბობს თვითმხილველი.
ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ ჯიპი შეეჯახა და გაიქცა, თუმცა არ იცის, იგივე მანქანიდან ისროლეს, თუ არა.

არსებული ცნობებით, დაჭრილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.