მოსამართლეებს რესტორნაში ქეიფი 20.000 ლარამდე დაუჯდა

მოსამართლეებს რესტორნაში ქეიფი  20.000 ლარამდე დაუჯდაერთი სანქცირებული მოსამართლე ორგანიზატორი, მეორე სანქიცრებული მოსამართლე თამადა – რა დაჯდა მოსამართლეთა დროსტარება რესტორან „ნაჭარმაგევში”?

„პირველებს” რესტორნის მომსახურე პერსონალი ეუბნება, რომ 300 კაციან სუფრას ჩიტის რძეც კი არ აკლდა.

300 კაცი იქნებოდა, ძალიან ძვირფასი სუფრა ჰქონდათ. რა დაუჯდათ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რესტორანში საშუალოდ კაცი 60 ლარი ღირს.
გამოდის, რომ რესტორნაში ქეიფი კლანს  20.000 ლარამდე დაუჯდა.

თანხის დასაზუსტებლად “პირველები” თავად მოსამართლეებსაც დაუკავშირდა, თუმცა ისინი ამ დრომდე, გასაგები მიზეზების გამო, ტელეფონს ვერ პასუხობენ.

წვეულებას ესწრებოდა მოსამართლეთა 95 %. ავტობუსებით გორში ჩაყვანილ მოსამართლეთა შორის არავის დაუნახავს ისინი, ვინც თავის დროზე მურუსიძე-ჩინჩალაძეს ზურგი აქციეს და ამერიკაში მოსამართლეთა კონფერენციაზე დასასწრებად წავიდნენ.