„ონკოლოგია – ქართული ბიზნესი… არ დამიწყოთ ახლა ექიმების გვარი სახელები დაიდოსო…“ – ნუგზარ სულაშვილი

„ონკოლოგია – ქართული ბიზნესი... არ დამიწყოთ ახლა ექიმების გვარი სახელები დაიდოსო...“ - ნუგზარ სულაშვილინუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„22 წლის გოგონას, რომელსაც დაუდგინეს საშვილოსნოზე სიმსივნე და დაარწმუნეს მისი ამოკვეთის აუცილებლობაში, ტულუზის ონკოლოგიურ კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კისტური წანაზარდია, თან იმდენად უმნიშვნელო, რომელიც ხელს არ შეუშლის რეპროდუქციულობაში.

ეს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა.

ქედს ვიხრი ყველა პატიოსან და კეთილშობილ პროფესინალის წინაშე. (პროფესიათა შორის მედიცინა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციაზე დგას) საბედნიეროდ პროფესიონალი ექიმები ჩვენთანაც არიან, მაგრამ აუცილებლად მიმაჩნია ამ მიმართულებით მონიტორინგის წარმოება, ვინაიდან საუბარი არ მაქვს ერთეულ შემთხვევაზე.

აღნიშნული ფაქტების სიმრავლე უკვე სერიოზული ეჭვის საბაბი ხდება საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროსთვის და ჩნდება სავსებით ლეგიტიმური კითხვა: რა ხდება საქართველოში, ონკოლოგია ხომ არ არის არაკეთილსინდისიერი ბიზნესის წყარო?

პ. ს. არ დამიწყოთ ახლა ექიმების გვარი სახელები დაიდოსო. რამდენიმე პაციენტის თანხმობით ეს არაერთხელ გავაკეთე. მივუთითე კლინიკებიც და მათი ვინაობაც, მაგრამ ფეხებზე ჰკიდია სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს მოახდინონ რეაგირება და სამწუხაროდ მარტოს მიწევს ამ გარეწრებთან ომი.”