ლავროვის ოჯახი ქორწილისთვის ემზადება – ყვარელისკენ წყლის ჭავლის მანქანები და პოლიციის კოლონები მიემართებიან.
როგორც ჩანს, ლავროვის ოჯახს დასაცავად მთელი აღმოსავლეთ საქართელოს სპეცსამსახურები არ ჰყოფნის და სასტუმროსთან დამატებით ძალებს ამობილიზებს.
ცნობისთვის, დღეს დილიდან სერგეი ლავროვის სანქცირებულ ოჯახს პოლიცია იცავს. სასტუმრო ყვარლის ტბა სამართალდამცველების ალყაშია მოქცეული.