Americano Americano სოციალურ ქსელში წერს:
„ამერიკაში წესად არის, როცა პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას ასრულებს, ის შემდეგ პრეზიდენტს წერილს უტოვებს ,
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში.
წერილი რომელიც , პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა დაუტოვა თეთრ სახლში, ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს.
აი იმ ჯორჯ ბუშს, თბილისშიც რომ იყო .
მაშ ასე:
ძვირფასო ჯორჯ.
დღეს თქვენი ყველაზე დიდი მოგზაურობა დაიწყო. ეს უდიდესი პატივია, რომელიც კი შეიძლება, ამერიკის მოქალაქეს ხვდას წილად.
ჩემ მსგავსად, თქვენ გაქვთ ბედნიერება, გაუძღვეთ ჩვენს ქვეყანას პოზიტიური ცვლილებების დროში, როდესაც ძველ კითხვებს არა მხოლოდ მთავრობის დანიშნულების შესახებ, არამედ თავად ჩვენი ერის ბუნებასა და არსზე, ახლებურად უნდა გაეცეს პასუხი.
თქვენ გაუძღვებით ამაყ, ღირსეულ და კარგ ხალხს. ამ დღიდან ყველა ჩვენგანის პრეზიდენტი ხართ.
მე გესალმებით თქვენ, გისურვებთ წარმატებასა და ბედნიერებას.
ტვირთი, რომელიც ახლა მხრებზე გაწევთ, დიდია, თუმცა ხშირად გაზვიადებული. უდიდესი და ენით აღუწერელი სიხარული იმის კეთებისა, რისიც გჯერათ, გამოუთქმელია. ვლოცულობ თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.
უფალი შეგეწიოთ,
პატივისცემით, ბილი.“