სამცხე-ჯავახეთის სოფლებში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევები გამოვლინდა, რის გამოც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ, პირუტყვის სპეციალური ხსნარით დამუშავება დაიწყო.
როგორც რეგიონული მედია „სამხრეთის კარიბჭე” წერს, ყირიმ-კონგოს შემთხვევები გამოვლინდა ტოლოშში ასპინძა, ნაქურდევსა ადიგენი და მუსხში.
შეგახსენებთ, რომ წელს დაავადების პირველად შემთხვევა 28 აპრილს, სოფელ მუსხში დაფიქსირდა, ინფექცია 23 წლის კაცს დაუდასტურდა, გარდა ამისა იგივე სიმპტომები პირველ მაისს სოფელ ტოლოშში მცხოვრებ 62 წლის კაცს გამოუვლინდა, მესამე შემთხვევა კი 5 მაისს სოფელ ნაქურდევში დაფიქსირდა, სადაც ჰემორაგიული ცხელება 58 წლის კაცს დაუდასტურდა.
გარდა ამ შემთხვევებისა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 45 წლის ქალი.