„შოკოლადები მომიტანეს, რომ კამერების წინ სიტყვა „ჩინჩლავს“ მეთქვა“-  „იმერული ესკიზების“ გამორჩეული ბიჭი

„შოკოლადები მომიტანეს, რომ კამერების წინ სიტყვა „ჩინჩლავს“ მეთქვა“-  „იმერული ესკიზების“ გამორჩეული ბიჭიერთ-ერთი საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ (რეჟ. ნანა მჭედლიძე),  უამრავი სახალისო ფრაზით გამორჩეული და დღემდე აქტუალურია.

ფილმს, ბევრი დასამახსოვრებელი ფრაზა და კადრი აქვს, მაგრამ პატარა გმირის ერთ-ერთი ეპიზოდი და ერთი სიტყვა „ჩინჩლავს” (ეპიზოდი ფილმიდან „იმერული ესკიზები”), დღემდე ყველას ახსოვს.

მან ერთადერთმა უპასუხა მასწავლებლის კითხვას – რა სარგებლობა მოაქვს მამალს?

„გადაღებამდე ამიხსნეს, უპატრონო ბავშვის როლი უნდა შეასრულოო. სიტყვამ „უპატრონო“ ისე შემაშინა, რომ უარი ვთქვი გადაღებაზე.

მერე მთელი თვე დამდევდნენ აქეთ მასწავლებლები და იქით დირექტორი, რომ მეთქვა „ის“ სიტყვა. ნანა მჭედლიძემ და ოთარ მეღვინეთუხუცესმა შოკოლადები მომიტანეს, რას არ დამპირდნენ, რომ კამერების წინ სიტყვა „ჩინჩლავს“ მეთქვა.

ბოლოს ვიფიქრე, ოღონდ თავი დამანებონ-მეთქი და მართლაც ვთქვი. რაც ამ სიტყვის თქმის შემდეგ ხდება ფილმში, დადგმული არ არის, მასწავლებლის რეაქციით გულაჩუყებული რომ ვტირი და გავრბივარ, სინამდვილეა,“- იხსენებს კახა ჭკადუა.

„რატომ გამოიწვია ფრაზამ ასეთი დაინტერესება, დღემდე არ ვიცი. რაც ამ სიტყვის თქმის შემდეგ ხდება ფილმში, დადგმული არ არის. ეკრანული მასწავლებლის რეაქციით გულაჩუყებული რომ ვტირი და გავრბივარ, სინამდვილეა“ – ამბობს ჭკადუა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ვინ არის და რას საქმიანობს მოსწავლე ფილმიდან „იმერული ესკიზები“.

ფილმის პატარა გმირი, კახა ჭკადუაა, დღეს კიკბოქსინგის მწვრთნელია.

წარმოშობით სვანი, მესტიის სოფელ ხაიშიდან არის. ხონში, სოფელ დიდ კუხში იზრდებოდა, სწორედ ამ სოფელშია გადაღებული „იმერული ესკიზები”.

ომის ვეტერანია, რომელიც აფხაზეთის „იმედის” ბატალიონში იბრძოდა. რამდენიმე წლის წინ მარნეულში კიკბოქსის სკოლა გახსნა, სადაც დღემდე მოღვაწეობს და ცხოვრობს.

როგორც თავად ამბობს, გაზრდილი ჰყავს უამრავი ჩემპიონი, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონიც.

სპორტული ცხოვრების პარალელურად, დაცვის სამსახურის მარნეულის ფილიალის ხელმძღვანელია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი – 18 წლის ნიკოლოზი და 14 წლის ანა.

წყარო: bbcnews.ge