„3 წელია ვუმკლავდები უშენობას…“ – გიორგი შაქარაშვილის დედა 

„3 წელია ვუმკლავდები უშენობას...“ - გიორგი შაქარაშვილის დედა გიორგი შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„3 წელია ვუმკლავდები უშენობას, ჩემო მოუშუშებელო ტკივილო.“

დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა. 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. 19 წლის ფეხბურთელი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.