ბექა ყორშია სოციალურ ქსელში წერს:
„გამარჯვება მუშტებით იზომება რინგზე ორ სპორტსმენს, ან არასპორტსმენს შორის. აგერ ილონ მასკმა ცუკერბერგი გამოიწვია და ლას-ვეგასის ერთ-ერთ ცნობილ რინგზე შეერკინებიან ერთმანეთს.
ადამიანს ზურგიდან მიეპარო და სცემო არათუ ადამიანურად გამართლებული არაა, რიგ ცხოველებშიც კი არ მოსულა, მაგალითად: გორილა გორილას უკნიდან თავს არ ესხმის. ეგეთი წესი აქვთ. თქვენ კი საკუთარი საქციელით ამტკიცებთ, რომ ევოლუციურად 4-5 საფეხურით დაბლა ხართ, ვიდრე გორილები.
„ქართული ოცნების” პროპაგანდა დგას ოპონენტის „დამცირებაზე”, ოღონდ ეს აუცილებლად ფიზიკური ძალის გამოყენებით უნდა მოხდეს. მომხდარის ლეგიტიმაცია კი წმინდად ქუჩურად ხდება – „მიშა მშვილდაძე გაილახა” – ასე გამოეხმაურა პოსტივი მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას.
არც სცემესო, არც იძალადესო, გაილახაო, რა. „მისაღები მიიღო, ბრატ” – ასე რომ დაეწერათ, არც ეგ გამიკვირდებოდა.ჰოდა, ასე ვერ გაგრძელდება ეს ამბავი. თქვენს ენაზევე რომ გითხრათ, დღეიდან „როგორი პრივეტიც იქნება, ისეთი ატვეტი იქნება”.