ბექა ყორშია – „გუშინ ყველას დაურეკეს ბტნ როინის შვილიშვილებმა, რომ სიუჟეტი ლაივშივე გაგვეწყვიტა…“

ბექა ყორშია - „გუშინ ყველას დაურეკეს ბტნ როინის შვილიშვილებმა, რომ სიუჟეტი ლაივშივე გაგვეწყვიტა...“ბექა ყორშია სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინ ყველას დაურეკეს. საერთოდ ყველას დაურეკეს ბტნი როინის შვილიშვილებმა, რომ სიუჟეტი ლაივშივე გაგვეწყვიტა და არ გასულიყო, მაგრამ ცხადია, არავის სასაცილოდ არ ეყო. აქვე დავამატებ, რომ მუქარებით ვერ შემაშინებთ. მთლად რომ ქუჩაში თქვენმა შპანამ დანა გამიყაროს, მსხვერპლის როლს არ მოვირგებ და ამით სიამოვნებას არ მოგანიჭებთ:))
იმაზე უკეთ გიცნობთ, ვიდრე თქვენ საკუთარ თავებს და ძალიან კარგად ვიცი, რაზეც დგას თქვენი პროპაგანდა. თქვენი შიში მაქვს 0%-ით. ვიმეორებ – 0%-ით მეშინია თქვენი და რამე თუ მოხდა, არც რომელიმე საელჩოში მისვლას და ქვეყნიდან პოლიტიკური დევნის გამო გაქცევას ვაპირებ:) მართალია, ბევრ რამეში ვუმტყუნე და იმედი გავუცრუე ჩემს მშობლებს, მაგრამ ერთი რამით სულ ამაყობს დედაჩემი და სიკვდილის ბოლო წუთამდე ამაყობდა მამაჩემი, რომ თქვენნაირების არასდროს წამითაც არ შემშინებია.“